იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა

2096310
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა

იაპონიის დასავლეთში, იშიკავას პროვინციასა და ნოტოს ნახევარკუნძულის სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა.

იშიკავას შტატის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ იანვრის პირველ კვირაში მომხდარი მრავალჯერადი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა.

იქვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი კვლავ რჩება ევაკუაციის პუნქტებში და გრძელდება დაკარგული 19 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ 1-5 იანვარს ნატოს ნახევარკუნძულზე და იშიკავას სანაპიროზე 5-დან 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის რამდენიმე მიწისძვრა მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები