პაკისტანში მიტინგზე აფეთქება მოხდა

პაკისტანში მიტინგზე აფეთქება მოხდა

2095830
პაკისტანში მიტინგზე აფეთქება მოხდა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

ბელუჯისტანის პროვინციის სიბის რაიონში პაკისტანის სამართლიანობის მოძრაობის პარტიის (PTI), რომლის წევრიც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, პოლიტიკურ მიტინგზე აფეთქება მოხდა.

აფეთქებაზე, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

8 თებერვალს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა.

სეპარატისტული ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის (BLA) მრავალი მილიტანიდან, რომლებიც გუშინ რაკეტებითა და ავტომატური იარაღით თავს დაესხნენ ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ მაჩს, 5 განეიტრალებული იქნა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები