კანადამ თურქეთში იარაღის ექსპორტის შეზღუდვები გააუქმა

კანადამ თურქეთში იარაღის ექსპორტის შეზღუდვები გააუქმა

2094986
კანადამ თურქეთში იარაღის ექსპორტის შეზღუდვები გააუქმა

კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ თურქეთისთვის პროდუქციის მიყიდვის მსურველი თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებისთვის 2020 წელს დაწესებული  საექსპორტო შეზღუდვები გააუქმა.

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ექსპორტიორი კომპანიებისთვის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები აღარ მოქმედებს.

იქვე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 16 აპრილს დაიწყო უარის თქმის პოლიტიკის დანერგვა თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული გარკვეული პროდუქციის თურქეთში ექსპორტზე შეტანილ განცხადებებზე.

”ამ განცხადების თარიღიდან, სავარაუდო უარყოფის პოლიტიკა აღარ არის ძალაში“. - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ საბრძოლო მასალის სიის ჩათვლით ექსპორტიორი ჯგუფების მიერ თურქეთში საექსპორტო და საშუამავლო ნებართვის მისაღებად განცხადებები უკვე კანადის რისკის შეფასების ჩარჩოს ფარგლებში ინდივიდუალურად განიხილება.

კანადის მთავრობამ, სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიების გასათავისუფლებლად 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული 44 დღიანი მთიანი ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო თურქეთს იარაღის ემბარგო დაუწესა.


საკვანძო სიტყვები: #ემბარგო , #იაღარი , #თურქეთი , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები