აშშ კმაყოფილია ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ხელმოწერით.

აშშ კმაყოფილია ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ხელმოწერით.

2093942
აშშ კმაყოფილია ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ხელმოწერით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ კმაყოფილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ხელმოწერით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალური ქსელის X-ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მივესალმებით თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცებას“.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელიან შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ვაშინგტონში ჩასვლას და შვედეთის ნატოს 32-ე წევრად გახდომას.

„შვედეთი და ალიანსი (ნატო) ერთად უფრო ძლიერები არიან“. - აღნიშნა ბლინკენმა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის სოციალური ქსელის ანგარიშით გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გადაწყვიტა გამოქვეყნდეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული კანონი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების შესახებ და ხელი მოაწერა საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით და პროტოკოლი დაამტკიცა“.

მოგვიანებით შესაბამისი გადაწყვეტილება ოფიციალური მაცნეს განმეორებით ნომერში გამოქვეყნდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თურქეთი , #ნატო , #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები