მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2093415
მალიში ოქროს საბადოს ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

აფრიკის ქვეყნებიდან მალიში, რომელიც ოქროს წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, არალეგალური საბადოს ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 70 ადამიანი დაიღუპა.

სამთო დირექტორატის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკანონოდ მოქმედი ოქროს მაღარო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კულიკოროს რაიონში ჩამოინგრა.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა.  



მსგავსი ინფორმაციები