ამერიკა მხარს უჭერს თურქეთის F-16-ების ფლოტის მოდერნიზაციას

ამერიკა მხარს უჭერს თურქეთის F-16-ების ფლოტის მოდერნიზაციას

2093156
ამერიკა მხარს უჭერს თურქეთის F-16-ების ფლოტის მოდერნიზაციას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს თურქეთის F-16-ების ფლოტის მოდერნიზაციას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პრესკონფერენციის დროს, თურქეთის F-16-ების ფლოტის მოდერნიზაციის საკითხთან მიმართებაში დასმულ კითხვაზე პატელმა განაცხადა: „პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ გამოხატეს ჩვენი მხარდაჭერა თურქეთის F-16 ფლოტის მოდერნიზაციის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას ნატოს თავსებადობაში. თუმცა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ აშშ-ს კონგრესს აქვს მნიშვნელოვანი როლი იარაღის გაყიდვის განხილვაში“.

მეორეს მხრივ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, თქვა: „პრეზიდენტმა ბაიდენმა სენატს და წარმომადგენელთა პალატას საკითხთან მიმართებაში წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი მიესალმება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცებას და მხარს უჭერს, F-16-ების მიყიდვას თურქეთისთვის და ასევე მოუწოდა, რომ აღნიშნული პროცესი დაჩქარდეს.“



მსგავსი ინფორმაციები