პარლამენტმა შვედეთის  ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა

საკითხს შვედეთიდან პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა

2092588
პარლამენტმა შვედეთის  ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა
Ulf Kristersson isvec.jpg
Tobias Billstrom.jpg

თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა (TBMM) შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას 287-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს.

საკითხთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა შვედეთის მხრიდან.

პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ისინი ერთი ნაბიჯით არიან დაშორებული სრული წევრობისთვის.

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა თავის X პოსტში და თქვა: „მისასალმებელი ნაბიჯია, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ახლა ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერას დოკუმენტზე. შვედეთი არის სანდო და სოლიდარული. ამიერიდან ჩვენი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობით გაგრძელდება“.



მსგავსი ინფორმაციები