გერმანია უკრაინას 6 Sea King Mk41 ტიპის მრავალფუნქციურ შვეულმფრენს გადასცემს

გერმანია უკრაინას 6 Sea King Mk41 ტიპის მრავალფუნქციურ შვეულმფრენს გადასცემს

2092982
გერმანია უკრაინას 6 Sea King Mk41 ტიპის მრავალფუნქციურ შვეულმფრენს გადასცემს

გერმანია უკრაინას 6 Sea King Mk41 ტიპის მრავალფუნქციურ შვეულმფრენს გადასცემს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი ბორის პისტორიუსი დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრას, რომელიც ონლაინ რეჟიმში "რამშტაინის" ფორმატში გაიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია წელს გაზრდის უკრაინას მხარდაჭერას და გარდა იმისა, რომ 6 Sea King Mk 41 ტიპის მრავალფუნქციურ შვეულმფრენს და სათადარიგო ნაწილების პაკეტებს უკრაინას სამხედრო მარაგიდან მიაწვდის, ასევე უზრუნველყოფს ფრენის და ტექნიკური მომზადების მხარდაჭერას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწოდება 2024 წლის მეორე კვარტლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

განცხადების მიხედვით, თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა აღნიშნა, რომ Sea King-ი არის ძლიერი ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში, დაწყებული დაზვერვით შავ ზღვაზე ჯარისკაცების გადაყვანამდე და რომ გერმანია უკრაინას ამ სახის დახმარებას პირველად მიაწვდის.

პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

”ჩვენ ასევე გვჭირდება მეტი სიჩქარე თავდაცვის წარმოებაში“. - თქვა მან.

თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავენ.


საკვანძო სიტყვები: #Sea King Mk 41 , #უკრაინა , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები