ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში

თვითმფრინავში ათეულობით უკრაინელი სამხედრო ტყვეც იმყოფებოდა

2092872
ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე.

სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოვარდა და შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა რუსეთის კოსმოსური და საჰაერო ძალების ექსპერტები.

უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდა უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტებით.



მსგავსი ინფორმაციები