ირანი ამერიკას აფრთხილებს

ირანი ამერიკას აფრთხილებს

2092308
ირანი ამერიკას აფრთხილებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ მათ გაუგზავნეს გამაფრთხილებელი მესიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებმაც ინგლისთან ერთად ახალი თავდასხმები განახორციელა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ და დასძინა, რომ „ომის ფარგლები გაფართოვდება.“

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აბდოლაჰიანმა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა, ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ირანის მინისტრმა შეფასებების დროს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ გავუგზავნეთ მესიჯები და სერიოზული გაფრთხილებები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, რომ მათი თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში, გააფართოვებს ომის ფარგლებს.“

თავის მხრივ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს შეერთებული შტატების სატვირთო ხომალდს ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით.

მათივე თქმით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმა დედაქალაქ სანაზე.



მსგავსი ინფორმაციები