ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უარყო ჰამასის პატიმრების გაცვლის წინადადება

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უარყო ჰამასის პატიმრების გაცვლის წინადადება

2091869
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უარყო ჰამასის პატიმრების გაცვლის წინადადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უარყო ჰამასის პატიმრების გაცვლის წინადადება და თქვა: „ჩვენ ვაგრძელებთ ომს ყველა ფრონტზე და სექტორზე“.

თავის ვიდეოგანცხადებაში ბინიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მათ დაიხსნეს 110 ტყვე ამ დრომდე და რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ყველა მათგანის გადარჩენა.

ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს „ომის დასრულებას და ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლას“ და თუ ისინი ამას დათანხმდებიან „ჯარისკაცები ამაოდ დაიღუპებიან, მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება და კიდევ სხვა 7 ოქტომბერი დროის საკითხი იქნება“.

ნეთანიაჰუმ თქვა: "ჩვენ ვაგრძელებთ ომს ყველა ფრონტზე და სექტორზე. ჩვენ არ ვაძლევთ იმუნიტეტს არცერთ ტერორისტს. არც ღაზაში, არც ლიბანში, არც სირიაში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ ზიანს მივაყენებთ ყველას, ვინც შეეცდება ჩვენთვის ზიანის მიყენებას“.

ჰამასის სამხედრო ფრთამ, ალ-კასამის ბრიგადამ, 7 ოქტომბერს დაიწყო მასშტაბური შეტევა ისრაელზე, იმ მოტივით, რომ "პასუხი გაეცა პალესტინელების და წმინდა ფასეულობების, განსაკუთრებით მესჯიდ ალ-აქსას წინააღმდეგ განხორციელებულ მუდმივ დარღვევებზე".

ღაზაში კონფლიქტის „ჰუმანიტარული პაუზის“ დროს, რომელიც 24 ნოემბერს 4 დღით იყო გამოცხადებული და მოგვიანებით 3 დღით გაგრძელდა, 81 ისრაელელი და 240 პალესტინელი ტყვე ორმხრივად გაათავისუფლეს.


საკვანძო სიტყვები: #ნეთანიაჰუ , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები