ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთი დამნაშავედ სცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთი დამნაშავედ სცნო

2089740
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთი დამნაშავედ სცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საბერძნეთი გაასამართლა იმ მოტივით, რომ სანაპირო დაცვის გუნდებმა ცეცხლი გაუხსნეს სირიელ არალეგალურ ემიგრანტებს კუნძულ პსერიმოსზე  2014 წელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის წინააღმდეგ სარჩელი, შვედეთში მცხოვრებმა იმ სირიელმა მიგრანტებმა შეიტანეს, რომლების ახლობლებიც 2014 წელს, საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შემდეგ ერთ-ერთი დაიღუპა.

ECHR-მა გადაწყვიტა შვედეთში მცხოვრები სამი სირიელი არალეგალური ემიგრანტის მიერ საბერძნეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმე, 2016 წელს მათი ნათესავების სახელით, რომლებიც სროლის შედეგად დაშავდნენ და მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით საბერძნეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ საბერძნეთმა უნდა გადაუხადოს 80 ათასი ევრო ფინანსური კომპენსაცია სარჩელის შემტანებს.

ცნობისათვის, 2014 წლის 22 სექტემბერს, კუნძულ პსერიმოსის სანაპიროსთან საბერძნეთის სანაპირო დაცვის გუნდებმა 13-ჯერ გახსნეს ცეცხლი, რათა შეეჩერებინათ არალეგალური ემიგრანტების ნავი.

გახსნილი ცეცხლის შედეგად სირიის 2 მოქალაქე დაიჭრა, 1 კი ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები