ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2089216
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში შაბათ-კვირას უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი გაუჩინარდა, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

სტიქიის გამო ქალაქში დაიტბორა მეტროს სადგურები, მაღაზიები და სახლები.

ზოგიერთ რაიონში მეწყერი ჩამოწვა.

მეტეოროლოგიური მონაცემებით, ძლიერი წვიმა ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში ცოტა ხნით კიდევ გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები