ნიკოს დენდიასი თურქეთის საავიაციო ინდუსტრიაზე შეფასებებს აკეთებს

ნიკოს დენდიასი თურქეთის საავიაციო ინდუსტრიაზე შეფასებებს აკეთებს

2088547
ნიკოს დენდიასი თურქეთის საავიაციო ინდუსტრიაზე შეფასებებს აკეთებს

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი ბევრად უსწრებს თავის ქვეყანას საავიაციო ინდუსტრიის სფეროში.

ნიკოს დენდიასმა გაზეთ კათიმერინს განუცხადა: „სად ვიყავით ჩვენ და თურქეთი 1980 წელს? ნახეთ, სად ვართ დღეს ჩვენ და თურქეთი, 2024 წელს. თურქეთმა გარღვევა მოახდინა და ჩვენ უკან მივდივართ ნაბიჯებით.“

დენდიასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის საჰაერო კოსმოსურ და თავდაცვის ინდუსტრიას სერიოზული პრობლემები აქვს და დაამატა: „ჩვენს ხელთ რა არის ახლა? არაფერი, განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებაში არაფერი გვაქვს. მიუხედავად დიდი თანხებისა, რომელიც დაიხარჯა ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამჟამინდელი ვითარება მიუღებელია“.

ბერძენმა მინისტრმა ინტერვიუს დროს ისიც დასძინა, რომ საბერძნეთი აშშ-საგან შეისყიდის F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავებს.

დენდიასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის საზღვაო ფლოტის კუთვნილი ფრეგატების გამოყენებადობაც უნდა განიხილებოდეს და, რომ ფრეგატებისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ზღვაში გასვლა, არამედ ისიც, რომ მათი ყველა სისტემა მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს.



მსგავსი ინფორმაციები