იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

2087309
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

იაპონიის დასავლეთში იშიკავას პროვინციაში და ამ რეგიონში მდებარე ნოტოს ნახევარკუნძულის სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა.

იშიკავას შტატის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვის პირველ დღეებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 400 საევაკუაციო პუნქტში 25 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 3 ათას 100 ადამიანი ჩაკეტილი გზების გამო რეგიონიდან ვერ გამოდის და თითქმის 60 ათას ოჯახს ელექტროენერგია გაეთიშა.

განცხადების მიხედვით, რეგიონის მასშტაბით მიწისძვრების შედეგად დაშავებული 567 ადამიანი მკურნალობას გადის და 52 ადამიანის  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ცენტრალურმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ მიწისძვრის ზონაში ჩარჩენილთათვის ფუკუის, ტოიამასა და ნიიგატას მიმდებარე შტატებში 10 ათასი ადამიანისთვის განსახლების პუნქტებს მოამზადებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ინფორმაციით, 1-5 იანვრის პერიოდში ნოტოს ნახევარკუნძულზე და იშიკავას სანაპიროზე 5-დან 7 მაგნიტუდამდე სიმძალვრის მრავაჯერადი მიწისძვრა მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები