იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა

2086169
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა

იაპონიის დასავლეთში იშიკავას პროვინციაში და ამ რეგიონში მდებარე ნოტოს ნახევარკუნძულის სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა.

იშიკავას შტატის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვის პირველ დღეებში მომხდარი მრავალჯერადი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შტატის მასშტაბით საევაკუაციო პუნქტში 28 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჩაკეტილი გზების გამო კი 3 ათას 300 ადამიანთან მისვლა ვერ ხერხდება.

ორკვირიანი შუალედური დასვენებისა და 8 იანვრის "მოზარდების დღის" (Seijin no Hi) დღესასწაულის შემდეგ 9 იანვარს ქვეყნის მასშტაბით სწვალვა დაიწყო, იშიკავას 80-ზე მეტ სკოლაში კი სასწავლო პროცესი ვერ განახლდა.

აღინიშნა, რომ სკოლებში, სადაც სწვალა ვერ განახლდა, მიწისძვრის შედეგადაა დაზიანებული.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა 4,7 მილიარდი იენის (33 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფა 2023 ფისკალური წლის სარეზერვო ფონდებიდან რეგიონის აღდგენისთვის.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) მონაცემებით, 1-დან 5 იანვრამდე, 5-დან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მრავალი მიწისძვრა მოხდა იშიკავას ნოტოს ნახევარკუნძულზე და მის ღია წყლებში.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები