აშშ-ის განცხადება ირანში ტერაქტების შესახებ

აშშ-ის განცხადება ირანში ტერაქტების შესახებ

2084250
აშშ-ის განცხადება ირანში ტერაქტების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ კავშირი აქვს ირანის კერმანის პროვინციაში თავდასხმებთან, რომლის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა და 211 დაშავდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ამ თემაზე კითხვებს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა და დასძინა: "ამაში ამერიკის შეერთებული შტატები არანაირად არ იყო ჩართული, საპირისპირო ბრალდებები სასაცილოა. მეორეც, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ ისრაელი მონაწილეობდა ამ აფეთქებებში".

სპიკერმა მილერმა სამძიმარი გამოთქვა თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო.

95 ადამიანი დაიღუპა ორ ცალკეული აფეთქების შედეგად ირანის კერმანის პროვინციაში, რომელიც რევოლუციური გვარდიის არმიის ყოფილი მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #აშს

მსგავსი ინფორმაციები