იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2083440
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ორი დღის წინ, იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე, იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ინფორმაციით, ორი დღის წინ იშიკავას პრეფექტურაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჯერ კიდევ არიან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები, რომლებიც გადარჩენას ელიან.

ასევე ცნობილია, რომ მიწისძვრების შემდეგ ჩამოინგრა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე ნაგებობა რეგიონის მასშტაბით, შეფერხდა წყალმომარაგება და ელექტროენერგია, ზოგიერთ სოფელში ტრანსპორტირება ვერ ხდება.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ პრეფექტურის გუბერნატორის მოთხოვნით, რეგიონში გაგზავნილი იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF) პერსონალის რაოდენობა 2 000 გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები