ტოკიოში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა
2083250
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუჩნდა სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც სანაპირო დაცვის თვითმფრინავს დაეჯახა.
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის 367 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ევაკუირებული იქნა, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები კი გრძელდება.
ხანძრის გამო ჰანედას აეროპორტი დაიხურა, თვითმფრინავები სხვადასხვა აეროპორტში იქნა გადამისამართებული.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს