უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა

უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა

2080948
უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული  საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ ფეოდოსიის რაიონში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით გაანადგურეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.

თავის მხრივ, რუსეთის ე.წ ყირიმის გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები