პოდოლიაკი: „უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი რუსეთთან ომის დასრულების გარეშე“

პოდოლიაკი: „უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი რუსეთთან ომის დასრულების გარეშე“

2080421
პოდოლიაკი: „უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი რუსეთთან ომის დასრულების გარეშე“

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი რუსეთთან ომის დასრულების გარეშე.

ადგილობრივ სატელევიზიო არხებთან საუბრისას პოდოლიაკმა თქვა: „სანამ რუსეთთან ომი გრძელდება, ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ გვაქვს გარკვეული კონკრეტული შეთანხმებები ნატოსთან. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მკაფიო პოზიციაც აშკარაა. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენც ვიქნებით წევრი, მაგრამ, ჯერ ჩვენ უნდა მივიყვანოთ ომი სამართლიან დასასრულამდე“.

პოდოლიაკმა ინტერვიუს დროს კითხვაზე; „რუსეთის მხრიდან, უკრაინის მცირე ნაწილის ანექსიით გახდება თუ არა დანარჩენი ნაწილი ნატოს წევრი?“, ასეთი პასუხი გასცა: „რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ომი გაგრძელდება. ყველა სხვა თეორიული წინადადება არარეალურია. დღეს არავინ გვპირდება ნატოს კარების გაღებას კიევისთვის 1-2 წელიწადში. უაზროა ასეთი შეთავაზების მოლოდინი, სანამ ომი იქნება.“



მსგავსი ინფორმაციები