ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხვალ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეიკრიბებიან

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხვალ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეიკრიბებიან

2076310
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხვალ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეიკრიბებიან

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხვალ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეიკრიბებიან.

ევროკავშირის ლიდერთა სამიტი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურის მონაწილეობით დაიწყება, ორ დღეს გაგრძელდება.

სამიტზე განიხილება სხვადასხვა საკითხები, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა, საერთო პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, გაფართოება და კავშირის ბიუჯეტში ცვლილებები.

შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები