ბაიდენმა ისრაელის ღაზაზე თავდასხმები და ნეთანიაჰუს მთავრობის მომავალი შეაფასა

ბაიდენმა ისრაელის ღაზაზე თავდასხმები და ნეთანიაჰუს მთავრობის მომავალი შეაფასა

2076160
ბაიდენმა  ისრაელის ღაზაზე თავდასხმები და ნეთანიაჰუს მთავრობის მომავალი შეაფასა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო მსოფლიო მხარდაჭერის დაკარგვა ღაზაში განურჩეველი დაბომბვის გამო და რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს თავისი მთავრობა გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.

ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში გადაღებისთვის დახურულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეაფასა ისრაელის თავდასხმები ღაზაზე და ნეთანიაჰუს მთავრობის მომავალი.

თეთრი სახლის კორესპონდენტების მიერ გაზიარებული ჩანაწერების თანახმად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა დაიწყო მსოფლიოს მხარდაჭერის დაკარგვა ღაზაში განურჩეველი თავდასხმების გამო.

მან ნეთანიაჰუს მთავრობა შეაფასა, როგორც „ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიული მთავრობა“ და თქვა, რომ ეს ხელისუფლება მხარს არ უჭერს ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტას ისრაელ-პალესტინის პრობლემის დასასრულებლად.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს და გააძლიეროს თავისი მთავრობა ისრაელ-პალესტინის პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელსაც გუშინ დილით ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, განაცხადა, რომ ისრაელი უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ხოლო ნეთანიაჰუს აქვს აშშ-ის ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა სტატუსს მიიღებს ეს ადგილი ოკუპაციის ოპერაციების დასრულების შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები