ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

2074402
ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინი კრემლის სასახლეში ჯარისკაცების მედლების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

დაჯილდოების ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ ის იქნება კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.

ცნობისათვის, რუსეთში წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართა და პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი ხმების 76,69 პროცენტით აირჩიეს.



მსგავსი ინფორმაციები