ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16 ათას გასცდა
დაღუპულთაგან 7 ათას 112 ბავშვი იყო, 4 ათას 885 კი ქალი
2072986
ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 16 ათას 248-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 349-ით გაიზარდა და 16 ათას 248-ს მიაღწია.
დაღუპულთაგან 7 ათას 112 ბავშვი იყო, 4 ათას 885 კი ქალი.
შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.
ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.