დღეს, G7-ის ლიდერთა ონლაინ სამიტი გაიმართება

დღეს, G7-ის ლიდერთა ონლაინ სამიტი გაიმართება

2073009
დღეს, G7-ის ლიდერთა ონლაინ სამიტი გაიმართება

დიდი შვიდეულის (G7) ლიდერები, რომელიც შედგება ყველაზე განვითარებული ეკონომიკის 7 ქვეყნისგან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია), იაპონიის როტაციული თავჯდომარეობით იკრიბებიან.

იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს, G7-ის ლიდერთა ონლაინ სამიტს გამართავს.

მისივე თქმით, G7-ის ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტებს, რომლებიც 2 თვეა გრძელდება და ხელოვნურ ინტელექტს.

„განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება საერთაშორისო საზოგადოებას და დადასტურდება G7-ის თანამშრომლობა“, - განაცხადა მაცუნომ და დასძინა, რომ დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის  ონლაინ სამიტზე დასწრება.

თავის მხრივ, დიდი შვიდეულის როტაციული თავჯდომარეობა, 2024 წლისთვის იტალიას გადაეცემა.



მსგავსი ინფორმაციები