აშშ ამტკიცებს, რომ ირანია პასუხისმგებელი წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე

ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ირანია პასუხისმგებელი წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე

2072817
აშშ ამტკიცებს, რომ ირანია პასუხისმგებელი წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე

ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ირანია პასუხისმგებელი წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სალივანმა განაცხადა, რომ აშშ ხვდება სხვა ქვეყნებს „საზღვაო სამუშაო ძალების“ შესაქმნელად ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და დაამატა: „კონსულტაციებით სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ და ამას გავაკეთებთ ჩვენს მიერ არჩეულ დროსა და ადგილზე“.

სალივანმა წითელი ზღვის სამხრეთში აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებლის "USS Carney"-ს მიერ მისკენ მიმავალი 3 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე, როცა სავაჭრო გემების დახმარების მოწოდებაზე რეაგირებდა, გააკეთა კომენტარი, რომ "ფრთხილად მოქმედებდნენ".

ჯეიკ სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი არის "საბოლოო პასუხისმგებელი" წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ გუშინწინ წითელი ზღვის სამხრეთით საერთაშორისო წყლებში 3 სავაჭრო გემზე 4 თავდასხმა განხორციელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელმა „USS Carney“-მა სავაჭრო გემების დახმარების მოწოდებაზე რეაგირება მოახდინა და ჩამოაგდო 3 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მისკენ მიემართებოდა.


საკვანძო სიტყვები: #გემი , #წითელი ზღვა , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები