სტადიონზე ჭყლეტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სტადიონზე ჭყლეტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2067399
სტადიონზე ჭყლეტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილში, მიშელ-ორნანოს სტადიონზე სამხედრო პერსონალის შერჩევისას ჭყლეტის შედეგად ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების შესარჩევად მიშელ-ორნანოს სტადიონის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ რა, სტადიონზე შესვლისას ჭყლეტა დაიწყო.

ჭყლეტის შედეგად ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

მანამდე კი კონგოს არმიამ გამოაცხადა, რომ სხვადასხვა ქვედანაყოფებში 1500 სამხედრო მოსამსახურის აყვანას აპირებდა.



მსგავსი ინფორმაციები