პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

2066327
პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ნაბილ აბუ რუდეინმა განაცხადა, რომ სამხედრო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებების წარუმატებლობა დადასტურდა და დაამატა: „ისრაელს და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა შეჩერებისა და ოკუპაციის დასრულებისა“.

პალესტინის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო WAFA-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად,  ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიაზე 7 ოქტომბრიდან განხორციელებული თავდასხმების შესახებ აბუ რუდეინმა შეფასებები გააკეთა.

„ჩვენ გამოვხატავთ გაკვირვებას, რომ მიუხედავად სისხლიანი თავდასხმებისა, რომლებიც ყოველდღიურად გრძელდება ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, აშშ-ს ადმინისტრაცია მაინც ბლოკავს საერთაშორისო ძალისხმევას ისრაელის თავდასხმების შესაჩერებლად. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს აიღოს თავისი პასუხისმგებლობა და შეაჩეროს გენოციდი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას სხვა გზა არ აქვთ, გარდა შეაჩერონ თავდასხმები და დაასრულონ ოკუპაცია, რადგან ეს გიჟური კამპანია მთელ პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის შექმნას და რეგიონის გაუთავებელ ომებში ჩათრევას, ყველას დააზარალებს და მისგან თავს ვერავინ დააღწევს. ერთადერთი გამოსავალი არის ისრაელის ოკუპაციის დასრულება და პალესტინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლების აღიარება საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, განაცხადა ნაბილ აბუ რუდეინმა.



მსგავსი ინფორმაციები