ისრაელმა ღაზაში გაეროს სკოლები დაბომბა

გაერო ფაქტს გმობს

2066161
ისრაელმა ღაზაში გაეროს სკოლები დაბომბა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ იგი ღრმად შეძრწუნებულია ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში გაეროს ორ სკოლაზე თავდასხმით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს ობიექტები ხელშეუხებელია.

გაეროდან გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) კუთვნილ სკოლებზე ისრაელის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გენერალურმა მდივანმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი ობიექტები ხელშეუხებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მხრიდან ჩვენს ორ სკოლაზე მრავალი თავდასხმა განხორციელდა. სკოლებს ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები, აფარებდნენ თავს, რომელთაგან მრავალი დაიღუპა. ომი იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის მიუღებელ მსხვერპლს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ის უნდა შეწყდეს“, აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები