დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2066419
დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო ოპერაციების ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში 17 ნოემბრიდან ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთაგან 4 აშშ-ის და 2 ჰაიტის მოქალაქე იყო.

ქვეყნის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა გამოაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, 14 პროვინციაში წითელი განგაშია გამოცხადებული, არსებობს შეშფოთება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

თავის მხრივ, წყალდიდობის შედეგად 1583 სახლი დაზარალდა, 7 ათას 915 ადამიანს კი უსაფრთხო ზონაში გადასახლება მოუწია. წვიმამ ბევრი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები