ლავროვი: „ანგლოსაქსებმა ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზე მიიყვანეს“

ლავროვი: „ანგლოსაქსებმა ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზე მიიყვანეს“

2061263
ლავროვი: „ანგლოსაქსებმა ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზე მიიყვანეს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანგლოსაქსებმა ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზე მიიყვანეს რა, ეს ხაზი სხვა რეგიონების ჩათვლით, უკრაინაშიც ჩანს.

ლავროვმა აღნიშნული შეფასება, მოსკოვში გახსნილი საერთაშორისო გამოფენა „რუსეთი“-ს ფარგლებში ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ანგლოსაქსებმა მიიყვანეს ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზე. ეს ნათლად ჩანს, როგორც სხვა რეგიონებში, ასევე უკრაინაში. მსგავსი მაგალითები ბევრია, მაგრამ შედეგი იგივეა. სახელმწიფო სტრუქტურების განადგურება ან შესუსტება, როგორც ერაყსა და ლიბიაში. ისინი ამის გაკეთებას შეეცადნენ სირიაშიც. ასეთი პოლიტიკის სხვა შედეგები მოიცავს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ზრდას, ხალხის ბედის გაუარესებას, განადგურებულ ოჯახებს და მილიონობით ლტოლვილთა ნაკადს. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შექმნან ქაოსი სხვადასხვა რეგიონში, ქვეყნებსა და ხალხებს შორის, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. დასავლეთი ცდილობს საკუთარი პრობლემების სხვა ქვეყნების მეშვეობით გადაჭრას და სხვათა რესურსების გამოყენებას“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსმა მინისტრმა ნატოს მომავლის შესახებ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: „ნატო წარსულის ნარჩენია. ნატომ არ უნდა განაგრძო არსებობა დაარსების მიზეზის დაკარგვის შემდეგ. აქ ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს და ვარშავის პაქტის. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაინგრევა. ყველაზე ჰეგემონიის დაწესება შეუძლებელია ასე დაუფიქრებლად და დაჟინებით. ახლა დრო შეიცვალა.“



მსგავსი ინფორმაციები