გერმანიამ ქვეყანაში პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის და სამიდუნის ქსელის საქმიანობა აკრძალა

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ქვეყანაში პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის და სამიდუნის ქსელის საქმიანობა აკრძალა

2059686
გერმანიამ ქვეყანაში პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის და სამიდუნის ქსელის საქმიანობა აკრძალა

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ქვეყანაში პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის და სამიდუნის ქსელის საქმიანობა აკრძალა.

ასევე დაიხურება პროპალესტინური „სამიდუნის“ გერმანული ფილიალი.

ფეზერმა დედაქალაქ ბერლინში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰამასი მიზნად ისახავს „ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას“ და დაამატა: „ჩვენ ვხედავთ მათ პროპაგანდას გერმანიაში, განსაკუთრებით მათ აგრესიულ დემონსტრაციულ ქცევაში“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამიდუნს უწოდა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ავრცელებს "ანტიისრაელურ და ანტისემიტურ პროპაგანდას" სხვადასხვა ქვეყანაში პატიმრების "სოლიდარობის ორგანიზაციის საფარქვეშ" და ასევე თქვა, რომ ის "მხარს უჭერს სხვადასხვა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციას.

ჰამასისა და სამიდუნის ფუნქციონირება გერმანიაში უკვე შესაძლოა დაისაჯოს.

ამავდროულად სამიდუნის ფილიალებზე გერმანიაში ასოციაციად გადაქცევის აკრძალვა დაწესდა. ამ ასოციაციებს ქონება ჩამოერთმევათ, აიკრძალება მათი ინტერნეტ მაუწყებლობა და სოციალურ ქელში აქტივობები. ვინც გააგრძელებს ამ ორგანიზაციების აქტიურობას, გამოძიებას დაექვემდებარება.

ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის კლასიფიცირებული.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ოფისის შეფასებით, გერმანიაში დაახლოებით 450 ადამიანია, რომლებიც მხარს უჭერენ ჰამასს და მათი უმეტესობა გერმანელია. თუმცა, ჯგუფს არ აქვს ოფიციალური ფილიალი ამ ქვეყანაში. მოძრაობასთან დაახლოებული ასოციაციები რამდენიმე წლის წინ აიკრძალა. ახლად შემოღებული საქმიანობის აკრძალვა დამატებით ღონისძიებად განიხილება.


საკვანძო სიტყვები: #სამიდუნი , #ჰამასი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები