სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

2059306
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნები დაემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს.

„სერბეთის კონსტიტუციის 109-ე მუხლიდან გამომდინარე, მე გამოვცემ განკარგულებას ეროვნული ასამბლეის დაშლის შესახებ და გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების 17 დეკემბერს ჩატარების შესახებ“, - განაცხადა ვუჩიჩმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, რომ არჩევნები იყოს კეთილსინდისიერი და ქვეყნისათვის სასიკეთო.

მან ასევე დასძინა: „წინასაარჩევნო კამპანია არის შესაძლებლობა, ცივილიზებულად წარვუდგინოთ მოქალაქეებს განსხვავებული იდეები და პროგრამები, რომლებიც კონკურენციას უნდა ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ არ ემუქრებოდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“.



მსგავსი ინფორმაციები