ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს ტელეფონით ესაუბრა

ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს ტელეფონით ესაუბრა

2058955
ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იორდანიის მეფე აბდულა მეორე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას პალესტინელების ღაზიდან იძულებით არ გაყვანა.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას ტელეფონით ესაუბრა.

საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს ღაზაში მიმდინარე მოვლენები და გამოთქვეს ერთობლივი ვალდებულება რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიზარდოს და გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და განახლდეს ძირითადი სერვისები.

ბაიდენმა თქვა, რომ „ისრაელი როცა იცავს თავის მოქალაქეებს და ებრძვის ტერორიზმს“, საჭიროა სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პატივისცემა.

მან მადლობა გადაუხადა მეფე აბდულას „რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი როლისთვის“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა იორდანიის მიმართ, რომელსაც მან კრიტიკული მოკავშირე უწოდა.


საკვანძო სიტყვები: #ჯო ბაიდენი , #იორდანია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები