ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

2058797
ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ ბოლივიამ გამოაცხადა, რომ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების გამო ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მარია ნელა პრადამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფრედი მამანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან.

მამანმა განაცხადა, რომ მათ ეს პრესკონფერენცია ახლო აღმოსავლეთში სახიფათო მოვლენების გამო გამართეს და თქვა: „ბოლივიამ გადაწყვიტა ისრაელის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ჩვენმა ქვეყანამ მანამდე ორი ოფიციალური განცხადება გააკეთა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით“.

მან, გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ბოლივია უარყოფს ყველა სახის სისასტიკეს, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები