ნატოს განცხადება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის წარდგენის შესახებ

ნატოს განცხადება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის წარდგენის შესახებ

2054819
ნატოს განცხადება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის წარდგენის შესახებ

ნატოს განცხადება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის წარდგენის შესახებ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერას და მის გადაგზავნას თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში.

სტოლტენბერგმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა პროტოკოლს ხელი მოაწერა.

"მივესალმები პრეზიდენტ ერდოღანის მიერ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერას და მისი გადაგზავნას თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში." - თქვა სტოლტენბერგმა და დაამატა: "მოუთმენლად ველი რატიფიკაციის საკითხზე სწრაფ კენჭისყრას და ძალიან მალე შვედეთის, როგორც ნატოს სრული მოკავშირის მისალმებას. როგორც ავღნიშნე ჩვენი საუბრის დროს პრეზიდენტ ერდოღანთან კვირის ბოლოს, ეს მთელ ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის."

სტოლტენბერგი ხვალ შვედეთს ეწვევა და პრემიერ მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #შვედეთი , #ნატო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები