გაერო: „საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ გამოძიება უნდა ჩატარდეს“

გაერო: „საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ გამოძიება უნდა ჩატარდეს“

2052853
გაერო: „საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ გამოძიება უნდა ჩატარდეს“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ქალაქ, ღაზაში ალ-აჰლის არაბულ ჰოსპიტალზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაკმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თავდასხმა ქ. ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა. მისივე თქმით, ისრაელი ამტკიცებს, რომ თავდასხმა მას არ განუხორციელებია. ჩაერთვება თუ არა გაერო ამ საშინელი თავდასხმის გამოძიებაში, რომელმაც ასობით მსხვერპლი მოჰყვა, ასეთი პასუხი გასცა: „ჯერ ნაადრევია პასუხის გაცემა, ჩაერთვება თუ არა გაერო გამოძიებაში, მაგრამ, გაერომ უნდა დაინახოს გადასადგმელი ნაბიჯები გამოძიების კონტექსტში. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს გამოძიება თავდასხმის შესახებ“.

ჰაკმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ 1300 ისრაელელი და 3000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები