ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ჯო ბაიდენი ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ჩავიდა

2052620
ბაიდენი ისრაელში ჩავიდა
biden-netanyahu.jpg
biden-israil.jpg

ისრაელში ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა: „მოვედი იმისთვის, რათა პირადად გაჩვენოთ, რომ თქვენთან ვარ“.

ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე ალ-ეჰლის საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ჩავიდა.

ბაიდენს ბენ გურიონის აეროპორტში ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ დახვდნენ.

ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: "ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს 1300 ადამიანი. ვერც კი წარმოვიდგენ, რას განიცდიან მათ მიერ გატაცებული ბავშვები. ამერიკელები თქვენსავით ფიქრობენ და შეშფოთებულნი არიან. ისრაელმა უპასუხა ამ თავდასხმებს და ვფიქრობ, ასე უნდა გაგრძელდეს, რათა თქვენ შეძლოთ ყველაფერი გააკეთოთ საკუთარი თავის დასაცავად. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ყველა სახის დახმარებას უზრუნველვყოფთ“.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს არ განუხორციელებია თავდასხმა საავადმყოფოზე და თქვა: "როგორც ჩანს, მეორე მხარემ მოაწყო თავდასხმა საავადმყოფოზე და არა თქვენ (ისრაელმა). მაგრამ ბევრი ადამიანი არ არის დარწმუნებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ ჰამასს. ვნახოთ, რას გავაკეთებთ. მე მინდოდა აქ ყოფნა, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ ისრაელის გვერდით ვართ“.

ბაიდენმა თქვა, რომ ჰამასი დეაშ-ზე უარესია და რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპული 1300-ზე მეტი ისრაელელიდან 31 ამერიკელი იყო.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ჯო ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები