რას ითხოვს ჰამასი?

ჰამასი: „პალესტინელებს სურთ თავისუფლება და სრულიად დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა“

2051715
რას ითხოვს ჰამასი?

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს სურს სრულიად დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის დედაქალაქიც გახლავთ, იერუსალიმი. მისივე თქმით, პალესტინელ ხალხს სურს თავისუფლება, ღირსების უფლებით, საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ჰამასის წერილობითი განცხადების თანახმად, ჰანიე მალაიზიის პრემიერ-მინისტრს ანვარ იბრაჰიმს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის დაბომბვის ქვეშ მყოფი ღაზას სექტორთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენები იქნა განხილული.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პალესტინელი ხალხის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჰანიემ თქვა: „ჩვენს ხალხს სურს თავისუფლებისა და ღირსების უფლება და სრული სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია, საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესაბამისად“.

იბრაჰიმმა კი სატელეფონო საუბრის დროს, გამოხატა მალაიზიის სოლიდარობა პალესტინელი ხალხის მიმართ.


საკვანძო სიტყვები: #მოთხოვნა , #ისმაილ ჰანიე , #ჰამასი

მსგავსი ინფორმაციები