ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში მიიწვია

ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში მიიწვია

2051156
ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში მიიწვია

ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში მიიწვია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ქვეყანაში მიიწვია ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად.

ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა და თეთრმა სახლმა განიხილეს ისრაელში ბაიდენის შესაძლო ვიზიტის დეტალები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუმ ბაიდენი თავის ქვეყანაში ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად მიიწვია.

ნეთანიაჰუმ და ბაიდენმა 5-ჯერ ისაუბრეს ტელეფონზე მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს დილით, ჰამასის სამხედრო ფრთამ ალ-კასამის ბრიგადამ ისრაელის წინააღმდეგ განახორციელა მასშტაბური თავდასხმა, რომელსაც "ალ-აქსას წარღვნა" უწოდეს.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენი , #ნეთანიაჰუ

მსგავსი ინფორმაციები