კირიაკოს მიცოტაკისი აბდულ ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

კირიაკოს მიცოტაკისი აბდულ ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

2051251
კირიაკოს მიცოტაკისი აბდულ ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით ესაუბრა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მიცოტაკისისა და ალ-სისის სატელეფონო საუბრისას დროს, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ღაზას სექტორის ბოლო ვითარება იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან უნდა იქნას აცილებული.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები