ზელენსკი მოულოდნელად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

2049684
ზელენსკი მოულოდნელად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

ზელენსკის, რომელიც პირველად გაემგზავრა ნატოში 2022 წლის თებერვალში მის ქვეყანასა და რუსეთს შორის ომის დაწყების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შტაბ-ბინის შესასვლელში მიეგება.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი ზამთარი მისი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად უკრაინის პრიორიტეტებს განიხილავენ და რომ მათი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა.

„ჩვენ უნდა განვათავსოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ტერიტორიის კონკრეტულ გეოგრაფიულ პუნქტებზე, რათა დავიცვათ ენერგეტიკული ქსელი და მარცვლეულის სატრანზიტო მარშრუტები“. - თქვა მან.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემებითა და საბრძოლო მასალით მხარდაჭერის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ისინი მოკავშირეებისგან ახალ მხარდაჭერის განცხადებებს ელიან.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ დე კროსაც შეხვდა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბელგიის მთავრობას უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაში ბელგიელი ექსპერტების ჩართვისთვის და თქვა: „ძალიან მნიშვნელოვანია ბელგიამ გადაწყვიტოს, რომ მზად არის უკრაინას მიაწოდოს F-16 თვითმფრინავები და რომ მიიღოს თვითმფრინავების 2025 წელში  მიწოდების გადაწყვეტილება“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მათ ასევე ისაუბრეს ისრაელში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს უკრაინაზე და თქვა: „რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები გვარწმუნებენ, რომ უკრაინა გააგრძელებს დახმარების მიღებას და არავინ მიატოვებს უკრაინას“.


საკვანძო სიტყვები: #ბრიუსელი , #ზელენსკი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები