ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტი ნატოში

ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტი ნატოში

2049410
ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტი ნატოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მოულოდნელად ეწვია ნატოს შტაბ-ბინას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (2022 წლის თებერვალი), ნატო-ს შტაბ-ბინას პირველად სტუმრობს. მას ნატოს შტაბ-ბინის შესასვლელთან, გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დახვდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად უკრაინის პრიორიტეტებს განიხილავენ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა.

სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ომში.



მსგავსი ინფორმაციები