რუსეთმა, ყაზახეთის გავლით უზბეკეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო

რუსეთმა, ყაზახეთის გავლით უზბეკეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო

2048175
რუსეთმა, ყაზახეთის გავლით უზბეკეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი და ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, რუსული გაზის ყაზახეთის გავლით უზბეკეთში გადაზიდვის ცერემონიას დაესწრნენ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაზიდვა კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას სამ ქვეყანას შორის და დაამატა: „მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და ის გააგრძელებს განვითარებას და კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ჩვენს ხალხს.“

ტოკაევმა კი აღნიშნა, რომ რუსული გაზის გადაზიდვა უზბეკეთში ყაზახეთის გავლით ისტორიული მოვლენაა და დასძინა: „ბუნებრივი გაზის ინდუსტრია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი სახელმწიფოების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესში. ამიტომ, ეს პროექტი აკმაყოფილებს ყველა მონაწილე მხარის ინტერესებს“.

მირზიოევმა კი განაცხადა, რომ მათ სურთ გააფართოვონ თანამშრომლობა ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორში რუსეთთან და ყაზახეთთან.

ცნობისათვის, რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, უზბეკეთი ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან დღეში 7 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს.



მსგავსი ინფორმაციები