ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2047950
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთში ორი დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 445-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის კატასტროფების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

კატასტროფების მართვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯანან საიკმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქი ჰერათი იყო, დაახლოებით 1200 ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისათვის, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც ორი დღის წინ ავღანეთში, ზინდაჯანის რეგიონში მოხდა, 13 სოფელში დიდი ნგრევა გამოიწვია, 1320 სახლი კი მთლიანად დაინგრა.



მსგავსი ინფორმაციები