წყალდიდობა ინდოეთში

პირველადი მონაცემებით, წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

2046652
წყალდიდობა ინდოეთში

პირველადი ინფორმაციით, ინდოეთის შტატ სიკიმში მომხდარ წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი, მათ შორის 23 ჯარისკაცი დაიკარგა.

სიკიმის კატასტროფების მართვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საღამოს ლაჩენის რეგიონში წყლის დონე მოულოდნელად გაიზარდა და წყალდიდობა მოხდა.

შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ, პირველადი დასკვნის მიხედვით, წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 120 ადამიანი, მათ შორის 23 ჯარისკაცი დაკარგულია.

ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ წყალდიდობა "მყინვარული ტბის ადიდების" გამო მოხდა, საკითხს იძიებს.

დასავლეთ ბენგალის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონიდან 10 ათასი ადამიანი ევაკუირებული და გადაყვანილი იქნა შტატის 9 სხვადასხვა რეგიონში დაარსებულ ბანაკებში.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები