აფეთქება ნავთობის არალეგალურ ქარხანაში

არის დიდი მსხვერპლი

2045995
აფეთქება ნავთობის არალეგალურ ქარხანაში

ნიგერიის რივერის შტატში, ნავთობის არალეგალურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა.

ტელეარხ Arise-ის ცნობით, აფეთქება მოხდა რივერის შტატის ემოჰუას რეგიონში არალეგალურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნედლი ნავთობის გადამუშავებისას. შედეგად, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისათვის, ნიგერიაში ასობით უკანონო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.

ნიგერია, რომელიც ნედლი ნავთობის მოპოვებით მსოფლიოს 15 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, მე-8 ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მაღალი მარაგით და მე-6 ნავთობის ექსპორტის მხრივ.



მსგავსი ინფორმაციები