პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

2044732
პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

პაკისტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

პაკისტანის ბელუჯისტანისა და ხეიბერის პროვინციებში 29 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

ტელეკომპანია Geo News-ის ინფორმაციით, ბელუჯისტანის მასტუნგის რაიონში, მეჩეთის მახლობლად, მევლიდ კანდილისთვის შეკრებილ ადამიანთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა.

ამრიგად, ბელუჯისტანისა და ხეიბერის პროვინციებში ერთ დღეს განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ბელუჯისტანის პროვინციის მასტუნგის რაიონში მდებარე მეჩეთის მახლობლად, მევლიდ კანდილისთვის შეკრებილ მოქალაქეებთან ახლოდ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, ხოლო თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჰანგუს რაიონის მეჩეთში.

თავდასხმების შედეგად 57 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა და 140-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები