მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა

2043219
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა

ცნობილი გახდა, რომ მაროკოში 8 სექტემბრის ღამეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 960-მდე გაიზარდა.

განცხადება მაროკოს მთავრობის პრესსპიკერმა მუსტაფა ბაიტასმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ბაიტასის თქმით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 2 ათას 960-ს მიაღწია.

მან აღნიშნა, რომ საველე სამუშაოების მიმდინარეობისას, დანგრეული სახლების დათვლის პროცესი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინირებულად მიმდინარეობს და მთავრობა იმედოვნებს, რომ დაზიანებული სახლების დათვლას მომავალი თვის ბოლომდე დაასრულებს.

ბაიტასმა განაცხადა, რომ დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ მიწისძვრით დაზარალებულ თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად ამ სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში 2500 დირჰემი (250 დოლარი) გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ღამით მაროკოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი მარაკეშის ელ-ჰუზის რაიონში იყო.

ხელისუფლების განცხადებებში ნათქვამია, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 2,8 მილიონი ადამიანი, რაც რეგიონის მოსახლეობის ორი მესამედია, ხოლო დანგრეული სახლების რაოდენობა დაახლოებით 60 ათასია, საიდანაც 32 პროცენტი მთლიანად განადგურდა, დანარჩენები კი ნაწილობრივ.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 ათას 946 იყო.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #მაროკო

მსგავსი ინფორმაციები